Skip to content

Benford Law Test for Georgian Election Results in 2020

Notifications You must be signed in to change notification settings

mtavkhelidze/e43fraud

Repository files navigation

არჩევნები გაყალბებულია. თან ციფრების პირდაპირ მიწერით. ანუ, მაგალითად, შალვა შავგულიძეს თუ 01.01.01 უბანზე ჰქონდა 249 ხმა, ხოლო ბექა ოდიშარის 89, მიუწერეს 2 ბექას და « მოიგო ».



ასეთი მიწერების მათემატიკურად დამტკიცება შეიძლება. არჩევნების დროს მიცემული ხმების ზუსტი რაოდენობა შემთხვევითი პროცესის მიერ გენერირებული რიცხვებია. ასეთი რიცხვების პირველი ციფრების სიხშირე ემორჩილება კარგად შესწავლილ და დამტკიცებულ ემპირიულ კანონს, რომელსაც ბენფორდის კანონი ჰქვია.



ბუნება ისეთია, რომ, როცა რამე რიცხვს შობს, ამ რიცხივის პირველი ციფრი ყველაზე ხშირად 1-ია, უფრო ნაკლებად ხშირად 2 და ა.შ.. ადამიანები ბუნება არ არის: ძალიან ცუდად მოიფიქრებენ შემთხვევით ციფრებს ხოლმე. თან, ადამიანები საკუთარი სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან: 9 ბევრია, 4 — ცოტა, 1-ს ან 2-ს ვერავინ შემჩნევს.

ჰოდა, მე ეს 1 და 2 დავითვალე ცესკოს ოფიციალურ მონაცემებში. ქვემოთ გრაფიკებზე ნაჩვენებია, რამდენი უნდა ყოფილიყო 1-ბი ან 2-იანები (ნაცრისფერი) და რამდენი არის (წითელი). 1.8 მილიონზე მეტი რიცხვი 3600-ზე მეტი უბნიდან.



არჩევნები გაყალბაბებულია ისე, რომ დედა არ ჰყავს იქაურობას: მოსალოდნელსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის კორელაცია არის მრგვალი, მსუქანი 0!



შავერდაშვილი-ინაშვილი-ტრაპაიძე ნუ შეწუხდებიან. დანარჩენებისთვის აგერ არის ის პროგრამა და მონაცემები, რომელმაც ეს გრაფიკი დახატა. იქვე არის χ2 და P.



კიდევ ერთი: კარუსელი გამიგია, ძალადობა გამიგია, მოსყიდვა გამიგია, მკვდარი სულებიც კი გამიგია. მაგრამ, შე კაი ბიძინაშვილო, პირდაპირ პასტით მიაწერო? ავოე! ოცნების ინოვაციაა, რომელიც საქართველოს გამოცდილ ამომრჩეველს მანამდე არ უნახავს.

არითმეტიკა რომ დავიკიდეთ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

About

Benford Law Test for Georgian Election Results in 2020

Resources

Stars

Watchers

Forks

Releases

No releases published

Packages

No packages published

Languages